როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს. მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ. თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ, ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით, კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი. თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან, ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა, შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია, დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე - თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ
თუ ქალის სხეულს არ დამხობილხარ თუ ძუძუს თავზე არ გიკოცნია თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს სხვა უკეთესი რა გიგემია? თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქვნი თუ გრძნობის ოფლი არა გდენია თუ ფეხებამდე ქალს არ ჩახედავ სხვა უკეთესი რა გიგემია? თუ არ გაათევ ტკბილ ღამეს თეთრად ჭიდილში სული არ აგზვრენია ბროლივით სხეულს თუ არ დალეწავ სხვა უკეთესი რა გიგემია? თუ ხშირი სუნთქვით შეხებას ვერ გრზნობ და ქალის კვნესა არა გსმენია ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს სხვა უკეთესი რა გიგემია?
ვისია ნეტავ ეს ქალი, ვის მკლავზე უდევს თავიო. დავაცხრებოდი ვნებითა, როგორც ლეშს კორტნის სვავიო. შევცურდებოდი მის მკერდში, როგორც ტალღებში ნავიო ამაზე ფიქრით ლამაზო, სულ მთლად დავკარგე თავიო. შენი სურვილი მაგიჟებს, მიტომაც გავხდი ავიო. სადმე არ გადამეყარო, ვეღარ გიშველის ქმარიო