,,ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...
არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები...
რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან...
და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...)
ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...!
არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე...
არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე...
არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს...
მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან მომ
დე, იცი? ახლა ჩემთვის ვზივარ ოთახში და ისე მომენატრე, ისე. . . ახლოს, რომ მყავდე ჩაგიხუტებდი, "ჩაგისკუპდებოდი" კალთაში, მოგეკვრებოდი გულზე და ხელს არ გაგიშვებდი. დე ნეტა ისევ პატარა ვიყო. . . კაბის კალთაზე გამოგეკერებოდი, უფრო დიდხანს ვიქნებოდი შენთან, ნერვებსაც აღარ მოგიშლიდი და გულსაც არ გატკენდი ჩემი უსაქციელობით. . . შენი თვალის მარგალიტებს გავუფრთხილდებოდი დე. . . დე დამაბრუნე რა ბავშვობაში. . . რადგან, მაშინ, მხოლოდ, სიცელქისგან ნატკენი მუხლი მტკიოდა ახლა კი. . . ახლა ჩემთან ერთად ტკივილებიც გაიზარდნენ და. . . . დე, ნეტა ახლა გვერდით მყავდე, გამოგზაურებდი ჩემს უფერო სამყაროში და დილას შენით გავიფერადებდი. . დე, იცი. . . ახლა ისე ცარიელი ვარ, გვერდით, რომ მყავდე მაგრად ჩაგეხუტებოდი, ღრმ
დედის წერილი:
შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე.
თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცა