დაეშვი მიწაზე, შეწყვიტე ოცნება
ჩახედე ცხოვრებას საზიზღარ თვალებში
ფრთები რომ შეასხი შენს ნანატრ სურვილებს
ვიღაცა მოვა და ლამაზ ფრთებს დაგაჭრის
ოცნებობ, ოცნებობ, ყველაფერს აკეთებ
გულის წადილისთვის რას აღარ იღონებ
თუმცა კი გული, ხომ ყველაფერს ვერ ხედავს
უაზრო იმედით ტყუილად იომებ
"მე ცდას არ დავაკლებ" იფიქრებ შენს გულში
თუმცა კი დარდისგან უაზროდ იღლები
არ ხდება ოცნება, გულით რომ გინდოდა
და უფალს მაინც მის სიყვარულს პირდები
გიყვარს და ოცნებობ, იმედებს ისახავ
თუმცა კი ყველაფერს ჭირდება საზღვარი
ეგ შენი ოცნება, გულით რომ ინატრე
სულ სხვისთვის გახდება უბრალოდ ნადავლი
იბრძვი და ხვდები, რომ ძალები გელევა
მას შენთვის არა აქვს პასუხი გრძნობაზე
იმედებს ისახავ და ცაში დაფრინავ
მერე კი მიდიხარ ოცნების