ჩვენ ვერ გავიმართლებთ თავს, იმით, რომ იცით, რა, ძალიან ძნელია ქრისტიანობა...
ძალიან ძნელია საკუთარ თავს აჯობო...
- ძნელი კი არა, შეუძლებელია, მაგრამ ჩვენთან ხომ ღმერთია?
მაშინ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ თავს ვერ ვერევით, ეს არის ის, რომ
ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ქრისტესთან,
არ მიგვიღია მოწამეობრივი გადაწყვეტილება
- ღმერთო, მე შენთან მინდა...
ქრისტიანი, თავისი ცხოვრების წესით მოწამეა,
ანუ ის, ამ სოფელში, რომელსაც ქრისტე არ უნდა, ამოწმებს, რომ
იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი, ჩვენთან, ჩვენი ხსნისათვის მოსული. ამას ამოწმებს თავისი სიტყვით, თავისი საქმით, თავისი ცხოვრების წესით,
თავისი შინაგანი მდგომარეობით
- ყველაფრით ამოწმებს, ეს არის მოწამეობა, რაც შეიძლება დაგვირგვინდეს კიდე
დღეს არ სთხოვო..
ღვთისმშობელი..დაღლილია,
გულზე,
ჯვრიდან გარდმოხსნილი,
შვილი უწევს,
დღეს,არ სთხოვო,
ყველა სიტყვა,უძლურია
მიწა ისევ,დაატარებს
ცოდვის სურნელს.
დღეს დედაა..
სულ უბრალო,
დედა ჯვართან,
ცრემლიანი,
უსამართლოდ,მოკლულ შვილით..
დღეს არ სთხოვო..
ღვთისმშობელო მაპატიე..
ვერ მოგისმენს,
განუწყვეტლივ,რადგან ტირის.
სტკივა ისე..
როგორც ცხრა თვე ნატარები,
შვილი სტკივა..
ზეციური საჩუქარი,
დღეს,რაც უნდა გაწუხებდეს
არ გაბედო..
ამაოა,მასთან,შენი სატკივარი.
დღეს არ სთხოვო..
ღვთისმშობელი დაღლილია..
დღეს გაწირეს
შვილი..მისი საფიცარი,
ყველაფერი,გვაპატია
ღვთისმშობელმა,
მხოლოდ ამ დღეს,
დაივიწყეთ სათხოვარი.
//ნ.ბილანიშვილი/
სამი რამ არის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი: სიყვარული, რწმენა და იმედი. გაუფრთხილდით იმას რაც უფალმა გაჩუქათ სიყვარულს მარადიულს რაც დაკარგვით აისხება. რწმენას რომელიც უფლისგან მოგვეცა რადგანაც მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარტი რელიგია სულის გასაწმენდად ქრისტიანულ სამყაროში.და იმედს რომლის თვალითაც შევყურებთ დილას . რადგან ყოველივე დილა უფლის ლოცვა კურთხევით იწყება. წყალობა დიდია უფლისა, ვითარცა კურთევა მისი.რადგანაც დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა რაც სიცოცხლისთვის სულის სუნთქვა .
ლოცვითა წმინდითა, მამათა ჩვენთაითა, უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ! ✞ამინ!
წირვა – ეს არის ქრისტეს ხილვის შესაძლებლობა და დედამიწაზევე სამოთხეში ყოფნა.
წირვა – ეს ანდერძია იესო ქრისტესი! უბადრუკია ადამიანი, რომელსაც საღმრთო ლიტურგია ამა სოფლის ზმანებებზე გაუცვლია, რომელსაც ყოფითი საზრუნავი ტაძარში არ უშვებს. გიყვარდეთ ღვთის ტაძარი, ეშურებოდეთ ეკლესიისკენ, ადგილი, სადაც მარადჟამ სუფევს უფალი.
იქ წმიდა ძღვენია ქრისტეს
სისხლისა და ხორცისა, ჩვენი განმაძლიერებელი და სულთა განმწმენდელი. ეს სერობა და ლხინია, რომელზედაც თავისი მსახურების პირით გვიხმობს უფალი… დაკარგულად თვლიდეთ თქვენი ცხოვრების იმ დღეებს, როცა წირვაზე დასწრება ვერ შეძელით!
წმ. იოანე კრონშტადტელი