წირვა – ეს არის ქრისტეს ხილვის შესაძლებლობა და დედამიწაზევე სამოთხეში ყოფნა.
წირვა – ეს ანდერძია იესო ქრისტესი! უბადრუკია ადამიანი, რომელსაც საღმრთო ლიტურგია ამა სოფლის ზმანებებზე გაუცვლია, რომელსაც ყოფითი საზრუნავი ტაძარში არ უშვებს. გიყვარდეთ ღვთის ტაძარი, ეშურებოდეთ ეკლესიისკენ, ადგილი, სადაც მარადჟამ სუფევს უფალი.
იქ წმიდა ძღვენია ქრისტეს
სისხლისა და ხორცისა, ჩვენი განმაძლიერებელი და სულთა განმწმენდელი. ეს სერობა და ლხინია, რომელზედაც თავისი მსახურების პირით გვიხმობს უფალი… დაკარგულად თვლიდეთ თქვენი ცხოვრების იმ დღეებს, როცა წირვაზე დასწრება ვერ შეძელით!
წმ. იოანე კრონშტადტელი
"თქვენ რომ ხედავდეთ ტაძარში რა მადლი გადმოდის ლიტურგიის დროს, მტვერს აკრეფდით ტაძრის იატაკიდან და ამ მტვრით პირს დაიბანდით..".........
წმ. მამა გაბრიელი
დამლოცე უფალო, სული მაქვს დაღლილი,
რამდენჯერ დავეცი, არასდროს გამწირე,
შენ წმინდა ხატის წინ თავი მაქვს დახრილი,
ცოდვების სიმძიმით მაღლა ვერ ავწიე.
დამლოცე უფალო, საშინლად განვიცდი,
მადლობას შეგწირავ ყოველი დღისათვის,
მადლობა ნაჩუქარ წუთისთვის, წამისთვის,
გზადაგზა შეხვედრილ ყოველი მტრისათვის.
დამლოცე, თავიდან შევიგრძნო სიცოცხლე,
დაშვებულ შეცდომებს მინდობ და მპატიობ,
მე ერთი ცოდვილი როდემდეც ვიცოცხლებ,
მინდა შენ რწმენით და ლოცვებით ვათიო.
დალოცე უფალო ქართველთა სავანე,
მგლისმუხლა ქვეყანა კლდის პირას მისული,
შენი სიყვარული სიფხიზლეს გვავალებს,
სისუსტით არასდროს ვახაროთ მტრის გული.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დალოცე,
წინაპართ საფლავზე ნადენი ცრემლები,
უფალო, ამდენი მოთმენა მაოცებს,
ვცოდავ
13 აპრილიდან ეკლესიის ზარები გვაუწყებენ ყველაზე მძიმე დღეების დაწყებას.
დღეები როდესაც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავივიწყოთ წყენა, შური, განკითხვა, გართობა, სიძულვილი, პირადი პრობლემები და მთელი არსებით დავდგეთ ჩვენი მაცხოვრის გვერდით.
მთელი სულით ვიყოთ უფალთან, რომელსაც წინ ტანჯვა, წამება და ენით გამოუქმელი ტკივილი ელოდება, ტკივილი რომელიც კაცობრიობამ - თითოეულმა ჩვენთაგანმა მივაყენეთ.
უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი.
უფალო მოგვიტევე.