რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს ?
ალბათ დედაა უფრო მთავარი,
მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს,
მაგრამ გული აქვს შვილზე დამწვარი;
თითქოს მკაცრია,ერთი შეხედვით,
ცრემლს არ განახებს,მოგერიდება,
მაგრამ მამის გულს თუ შეეხები,
იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება;
მამის თვალები,მზრუნველ ფიქრებად
ჩუმად,უთქმელად გვფარავს და გვიცავს.
და როცა ერთხელ აღარ იქნება,
მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას;
ეჰ,მამას აწი ვინ გამიცოცხლებს?
რა დამრჩენია,ვინატრო უნდა.
გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს,
რომ ერთი წუთით მენახა თუნდაც;
სულ ერთი წუთით დამიდგეს გვერდში,
სულ ერთი წუთით მოვხვიო ხელი,
მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში
და პატიება ვევედრო წრფელი;
ეჰ,გვიანია სიტყვები ნაზი,
ის დამრჩენია,ვეფერო საფლავს.
სინანულს მხოლოდ მაშინ
დრო ფიქრად უგნური წამია,
სილაღე განსაზღვრავს სიცოცხლეს.
ისეთი სიცოცხლე რად გინდა,
საკუთარ თავს რომ ვერ იცნობდე.
სიცოცხლე ლამაზი წამია,
სიყვარულს უნდა შესტრფობდე.
და თუ არავინ არ გიყვარს,
იცოდე რომ ფუჭად იცხოვრე.
სიცოცხლე მიაგავს განთიადს,
ოცნების ფერებით იცოცხლე.
მზესავით გვათბობს და გვალაღებს
როცა სიყვარულით იცხოვრებ.
08.10.2018
მზია კაპანაძე