ფასდაკლებაა, sale 20%-ით.......ვყიდით
მეორად საქონელს......
ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს,
სიტყვებს..........
__ოო, დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან
გაცვეთილია, თანაც გარღვეულია,
ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფ
ლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის
სიტყვა "სიყვარულს"......
მობრძანდით.....
იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები......
.ღიმილი, ფერები......
__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი
გემოვნება გქონიათ......
და პატარა, თმაშეკრეწილ, ქოლგიან
გოგონას ატანს გაცვეთილ წვიმას.......
მიღებულია ახალი საქონელი
ევროპიდან........
თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და
ჩაგვაბაროთ გაცვეთილი გრძნობები.....რ
ომლების აღარ გჭირდებათ..........
და კარებში რიგ-რიგობით შემოდის
სხვადასხვა რჯულის, სქესის, ასაკის
ხალხი და აბარებს სინდისს და
.......იღებენ საფასურს და კმაყოფილები
ბრუნდებიან უკან..........
ფასდაკლებააა............sale 40%-ით.........
მობრძანდით.......
თაროებზე საცოდავად აწყვია მტვრიანი
სიტყვები..........ობმოკიდებული
გრძნობები.........
---დიახ......გენბავთ რამე?
და მსუქანი, ღიპიანი ძია, უაზრო
თვალებით ..........ფეხისწვერებზე აიწევა
(უაზროდ არაბუნებრივად) და ბოლო
თაროზე შემოდებულ, თავჩაღუნულ სიტყვა
"ძალაუფლებას" წაეპოტინება....
...დიდხანს ატრილებს ხელსი, მაგიდაზე
ამაყად დაყრის "ძალაუფლების"
საფასურს და გავა.......
sale-ზე ნაყიდი "ძალაუფლებით" უყვირის
მის მანქანასთან მოთამაშე
ბავშვებს.......
მოდით, მოდით, სანამ დროა......იყიდეთ
გაცვეთილი ფრაზები.......
ნახმარი და მიტოვებული ფიქრები........
ძალიან , ძალიან გაცვეთილი სიტყვები,
დალაქავებულები და გარღვეულები
მხოლოდ ლარად........
წაიღეთ ლარად სიტყვები : "მიყვარხარ"
"მენატრები" "მჭირდები"........
ტროიკაც გვაქვს : "უშენდოდ ვერ
გავძლებ".......ლარი ოცად.......
იყიდება......ყველაფერი იყიდება......იჩ
ქარეთ.........
მიღებულია ნახმარი გამოხედვები,
კოცნები, სიტყვები..........
მეორადი ცრემლები, ოცნებები......
გაცვეთილი ფერები.........მრავალჯერ
ნათქვამი და გამოყენებული.......
იყიდება თავმოყვარეობა.......
ნუ ღელავთ თუ ძალიან შელახულია , ფასს
დაგიკლებთ.........
მიღებულია ახალი საქონელი
ევროპიდან......
იჩქარეთ ფასდაკლებაა.......
იყიდება გაცვეთილი გამოხედვები
ქმრებისთვის.........
მეორადი კოცნები ცოლებისთვის......
ნახმარი დაპირებები შვილებისთვის...
........
იჩქარეთ სანამ ფასდაკლებაა............
გ ა ყ ი დ უ ლ ი ა
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев