როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში,
გადარეული სიცოცხლე დუღდა,
"ნეტავ რას იტყვის მეზობელიო"
-იჯდა ქართველი და გულით წუხდა.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
გურჯი ქალები , იგვემდნენ სულებს,
"ცოლმა დღეს ცოტა გამომიგზავნა"
-იჯდა ქართველი და თვლიდა ფულებს.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
ჰომოფობიას ებრძოდა ერი
"ყველა ჩავხოცოთ ამათი დედა"
-ტაბურეტკებით დარბოდა მღვდელი.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
მოზარდი გოგო ზღვას ნატრულობდა
"მამაომ ზღვაზე არ გაშიშვლდეო"
-იწვა კრიშაზე და მარხულობდა.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
ხედავ ინგრევა დღესაც კედლები
" ეჰ 37 მანეთად გახსოვთ ? "
-შენ გენატრება ძველი მედლები.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
უყვარხარ ყველგან, სადაც ჩერდები,
"უნდა წავიდე მე ამ ქვეყნიდან"
თუ არ იფიქრე, გამო***დები
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев