...როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში,
გადარეული სიცოცხლე დუღდა,
"ნეტავ რას იტყვის მეზობელიო"
-იჯდა ქართველი და გულით წუხდა.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
გურჯი ქალები , იგვემდნენ სულებს,
"ცოლმა დღეს ცოტა გამომიგზავნა"
-იჯდა ქართველი და თვლიდა ფულებს.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
ჰომოფობიას ებრძოდა ერი
"ყველა ჩავხოცოთ ამათი დედა"
-ტაბურეტკებით დარბოდა მღვდელი.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
მოზარდი გოგო ზღვას ნატრულობდა
"მამაომ ზღვაზე არ გაშიშვლდეო"
-იწვა კრიშაზე და მარხულობდა.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
ხედავ ინგრევა დღესაც კედლები
" ეჰ 37 მანეთად გახსოვთ ? "
-შენ გენატრება ძველი მედლები.
როცა მსოფლიოს ყველა ქალაქში
უყვარხარ ყველგან, სადაც ჩერდები,
"უნდა წავიდე მე ამ ქვეყნიდან"
თუ არ იფიქრე, გამო*
იყიდება სინდისი, რაც არასდროს ატარე
ცოტასაც არ იტოვებენ, თავის ფასში ატანენ
იყიდება კაცობა - კაპიკებში ყიდიან
თან, არც ძვირი დაგიჯდება, თან მოგება დიდია.
იყიდება ნიჭი - თუნდაც არაფერი გედოს თავში
მთავარია ნათესავი, ბიზნესმენი გედგას მხარში...
იყიდება ჯანმრთელობა - ავად ყოფნა ვის გშვენით?
მაგრამ თუ ვერ გადაიხდით ჩვენ ვერაფრით გიშველით...
იყიდება სექსი, გამოცდილ ქალს დაიწვენს
თუკი ქალიშვილი შეგხვდათ ხმარებაში გაიწევს.
იყიდება სიყვარული მილიონზე ეგრევე
როგორიც ხარ და ვინცა ხარ, მოდი კაცო შემტენე.
გაიყიდა სიმართლე - არაფერშიც არ გვარგებს
ვერაფერში მოიხმარეს და ლომბარდში დაკარგეს.
იყიდება რწმენა თუკი ვნახავ ისეთ ავსულებს,
მე სულს მივცემ და ის კიდევ, შვიდ სურვილს შეასრულებს
იყიდება ღირსება, გახდეს
მობრძანდით, აქეთ მობრძანდით.........
ფასდაკლებაა, sale 20%-ით.......ვყიდით
მეორად საქონელს......
ნახმარ ფიქრებს, გრძნობებს,
სიტყვებს..........
__ოო, დიახ, დიახ...ეგ სიტყვა ძალიან
გაცვეთილია, თანაც გარღვეულია,
ამიტომ ნახევარ ფასში მოგართმევთ.......
და ლაკის წვეტიან გაპრიალებულ"ტუფ
ლებიანი" კაცი ნახევარ ფასში იყიდის
სიტყვა "სიყვარულს"......
მობრძანდით.....
იყიდება ნახმარი სითბო, გრძნობები......
.ღიმილი, ფერები......
__დიახ....რა გნებავთ? ოო, კარგი
გემოვნება გქონიათ......
და პატარა, თმაშეკრეწილ, ქოლგიან
გოგონას ატანს გაცვეთილ წვიმას.......
მიღებულია ახალი საქონელი
ევროპიდან........
თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და
ჩაგვაბაროთ გაცვეთილი გრძნობები.....რ
ომლების აღარ გჭირდებათ..........
და კარებში რიგ-რ