» ლადო ასათიანი: საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
მუდამ და მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
1939 წ.
მარტვილი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI.- თბ., 1983.- გვ.458
მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში (დაბა გეგეჭკორში - სსრკ-ს დროს). სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძველი დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა