მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი, ვერ შემაშინებს შიმშილი, თოვა, ჩემი კანონი მუდამ კანონობს, ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა. როცა ზამთარში ფარას ვეწვევი, თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად, მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ, ჩემი ბილიკი არის თქვენს ხატად. თქვენ ძაღლები ხართ მოღალატენი, საჭმლის გულისთვის ხალხს ემონებით თუ კი პატრონმა ზურგი გაქციათ, წახვალთ და უცხოს მიეკედლებით. მე კი არავის შევცქერ ხელებში, მე ჩემით გამაქვს ცხოვრების ლელო, ამიტომ მიყვარს მე ჩემი ჯიში, თქვენ გენაცვალეთ იცოცხლეთ მგლებო. მე არ მაშინებს თქვენი სიმრავლე, თქვენი პატრონის ნასროლი ტყვია, მე შეიძლება ბრძოლაში მომკლათ, ვერ დამაჩოქებთ მე მგელი მქვია
რატომ მოიჭრა ვან-გოგმა ყური,
რამ აიძულა, ეს ექნა ნეტა?
ნუთუ არ ჰქონდა საბრალოს პური,
იქნებ, ქუჩების უწევდა ხვეტა?
მაგრამ სხვაგვარი ვერსია მაქვს მე,
მენდეთ, რადგანაც ვიცი ნამდვილად,
სულ სხვა რამეში ყოფილა საქმე,
ეს აიხსნება ბევრად ადვილად:
გენიოსების მძიმეა ტყავი,
გამოუცვლელად როცა გაცვია...
სწორედ ამიტომ მოიკლა თავი
და ორმოც წლამდე ვერ მიაღწია.♡
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება, მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება, ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა, და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა, არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე, არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე, მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი, შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი, მე ვვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს, რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს, სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი, რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი, სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა, და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა, ბევრი მინდოდა ალბათ... ბევრი ... არც არ მერგება, რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება, შენ არ გამტყუნებ,