არსებობს ისეთი უღმერთო მონატრებაც,სულში რომ გატანს ტკივილი და ძვლებამდე ჩადის....
ცრემლები,რომ გაწვება და თვალს არ ახელ,რომ არაფერი გადმოგივარდეს.მთელი შენი მეობა რომ კივის და მაინც დუმხარ. :( მენატრები რაგაც უზომოდ მა!
აი იმ დღეს როცა შენგან წავალ,
აი იმ დღეს როცა გეტყვი მორჩა
დავამთავროთ ყველაფერი, ვითომ
არც ყოფილა არაფერი რომ ვთქვათ…. დავივიწყოთ ყველაფერი ისე
გაზაფხულზე რომ გვაწვიმდა მაშინ,
არაფერი აღარ მითხრა შენზე,
არაფერი… თუ მიპოვნი სხვაში. აი იმ დღეს როცა მოვალ შენთან,
უჩემობით დატვირთული ფიქრით,
შორს წასული თუ მოვყევი სიზმრებს,
გადაბრუნდი მიპასუხე დილით… აი იმ დღეს როცა გახვალ გარეთ
და იგრძნობ რომ არ მოგყვება მზერა,
თავს გააქნევ, გაუყვები გზას და
ერთი წამით გამომხედავ მჯერა. მაგრამ მე იქ არ ვიქნები არა,
ყველაფერი ჩაბარდება წარსულს,
გავაყოლოთ, გავაყოლოთ თვალი,
ამ ყველაფერს უკვე გაღმა გასულს… აი იმ დღეს როცა უკვე სხვები,
მოგაბყრობენ ყურადღების თვალებს
გაიხსენებ იყო ერთი ბიჭი
ხელის გ
მაა...
შენ არასოდეს შეგიმჩნევია,
ჩემს თვალებზე სისველე და
არც არასდროს მიმხვდარხარ,რატო ტკივა
ჩემს წარსულს ყოველი ზაფხული...
მაა...
შენ არასდოს არ დაგინახავს,
ზღვის ნაპირებთან მოწანწალე ჩემი სხეული,
სული, რომ ტალღებისკენ ეღვრება, რომ ეცლება....
მაა...
შენ არასოდეს გიგრძვნია შენი \"დამჯერი შვილის\"
უარაფრო გული, მკერდიდან, რომ თანდათან ელევა,
რომ ესხვისება, შენი ნაჩუქარი უმანკოება...
მაა...
შენ არასდროს, არ შეგიმჩნევია ჩემი მარცხენა,
ტკივილით, რომ ინახავს დანით დასერილ
პიველ სიყვარულს...
მაა...
შენ არასოდეს არ დაგინახივარ მუხლებდაკარგული
და არც დაგითვლია, რამდენჯერ დაანარცხეს მიწას
შენი პატარა გოგოს გაყინული სხეული...
არც არასდროს აგიყენებივარ...
მაა...
შენ არ იცი, თუ რატომ ათენებს,
ჩემი სულ
ყოველ ღამით,
როცა ოთხად მოკეცილი საბანს ვიფარებ,
არ მაძინებს დარდი,
დარდი უსწორმასწოროდ გაფენილ სარეცხზე.
კიდევ კარგი, ვერ ხედავს დედაჩემი,
კიდევ კარგი, კილომეტრები გვაშორებს და ვერ ხედავს,
გული ეტკინებოდა _
ვერ გამოვადექი,
ვერ ვივარგე ოჯახისთვის,
ვინმეს გვერდით საცხოვრებლადაც ვერ ვივარგე.
არსებობს ასეთი სირცხვილები,
რომლებსაც მხოლოდ დედები ჭამენ,
დედები, რომლებმაც სათავისოდ ვერ გაზარდეს გოგოები,
დედები, რომლებმაც ქალის საქმე ვერ ასწავლეს გოგოებს,
ვერ მოამზადეს ცხოვრებისთვის,
ვერ მოამზადეს ქვეყნისთვის,
ქვეყნისთვის, რომელიც ცხელი კერძების სუნს დაყვება აღმა-დაღმა,
გამოგვილ იატაკს ნერწყვით დასველებული თითით ამოწმებს
და არაფერი აინტერესებს შენზე.
კიდევ კარგი, ვერ ხედავს ჩე