"განა ყველას ჰყავს სახლში დედა?" - ძალიან ემოციური ქართული ამბავი
თარიღი: გუშინ, 23:14
/ სიახლეები / სხვადასხვა
სახლში
დაღლილი მოვედი. შვილებმა, რა გვიყიდეო. ერთი კი გავუღიმე და უხალისოდ
მივაწოდე მათთვის წამოღებული ტკბილეული... მეორე ოთახში გაიქცნენ,
გადახედეს სასუსნავს და ჩემსკენ ყიჟინით გამოიქცნენ... ტუჩებით წამოიწიეს
და კოცნა დამიპირეს... კარგი, მაცადეთ ახლა, დაღლილი ვართქო...
თავდახრილებლი გაბრუნდნენ...
კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა...
დედამ
საჭმელი გაგიკეთეო, დაიბანე ხელები და ვივახშმოთო. არაფერი არ მინდა,
შემეშვი და ყველამ თავი დამანებეთ-თქო... გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდას
მარტო მიუჯდა...
ონკანი მოვუშვი, წყალი უნდა დამელია, ჭიქა ხელიდან გამივარდა