პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ, მეორე თვე-რაღაც ახლის მოლოდინი, მესამე თვე - მოლოდინის გამართლება მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე. მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება, ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს, მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს ფორიაქი, მეშვიდეში დრო ვერ გადის, ანდა გადის კუს ნაბიჯით, გულს გითრთოლებს, მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს. ნელა გადის, ელოდები მის თბილ ხელებს, პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს, მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“.
ინციდენტი საავადმყოფოში ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"-უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერი
ღმერთო შენსავით ვინ იცის რა მტკივა ან რა მახარებს,
შენს გარდა სხვა რას გაიგებს როდის რა ფიქრი მაწვალებს....
ღმერთო შენსავით ვინ შეძლებს დარდის ატანა მასწავლოს,
მხოლოდ შენ შეგწევს ძალა, რომ მუდამ სწორი გზით მატარო...