გოგოებო სამარხვოა, ადვილი გასაკეთებელი და თან უგემრიელესი kiki ემოცია
1,5 ჭიქა შაქარს დავასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და კოვზით ვურიოთ კარგათ,შაქარი სანამ არ გაიხსნება. ცოტა რომ შეგრილდება დავამატოთ 15 ს|კ ზეთი, 1 შეკვრა ვანილი, 2 ს/კ თაფლი ,1 ჩ|კ სოდა-ძმრით,დაახლოებოთ 4 ან 4,5ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი(მასა ძალიან სქელი არ უნდა იყოს,ხელზე ცოტა უნდა გვეკვრებოდეს).
ცომის მასა კოვზის დახმარებით მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე(ან ზეთიანი ხელებით მივცეთ ცომს ფორმა,მოვათავსოთ ფირფიტაზე,შემდეგ დავჩხლიტოთ )და
გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე. ძალიან არ უნდა გამოშრეს.
ხაჭაპური ფენოვანი როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ხაჭაპური
უგემრიელესი ფენოვანი ხაჭაპურის რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
კვერცხი - 4 ცალი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 3 სუფრის კოვზი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი - 400 გრამი
ყველი - 1 კილო
საფეხურები
1 კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი.
2 შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდე შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთ