$$$$
ეს ამბავი რუსულ საიტებზე დაიდო და ჩვენი ჟურნალის ერთგულმა მკითხველმა მოგვაწოდა. მადლობა მას ამისთვის!
წაიკითხეთ მეგობრებო, განსაკუთრებით მასწავლებლებო:
ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებელი.
სასწავლო წლის დასაწყიში, მეექვსე კლასის საკლასო დამრიგებელი ქალი იდგა თავის ყოფილი მეხუთეკლასელების წინ. მან თვალი მოავლო მოწაფეებს და უთხრა, რომ ისინი ყველანი თანაბრად უყვარდა და მოხარული იყო, რომ კვლავ ერთად ხედავდა მათ. მაგრამ ეს იყო სიცრუა, რადგანაც, წინა მერხზე იჯდა მობუზული ბიჭი, რომელიც მასწავლებელ ქალს არ უყვარდა. მან იგი სხვა ყველა დანარჩენ მოწაფეებთან ერთად გასულ სასწავლო წელს გაიცნო. მან ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, რომ ბიჭი არ თამაშობდა სხვა ბავშვებთან, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი
შენი სურნელი შვილო...
შენი საამო სუნთქვა...
და შენი გულის ძგერა-
დიდი მადლობა უფალს!..
თმას რომ გივარცხნი შვილო,
წელზე გეყრება უკვე.
რომ არ გატკინო ვცდილობ-
წამით არ მინდა წუხდე!
ბედნიერებავ ჩემო!
ჩემო პატარა ქალო!
ან შენი კოცნის გემო,
ქვეყნად რას შევადარო?!
შენი ხელების სითბო...
შენი თვალების სიტკბო...
სულ თავისაკენ მიხმობს-
სიცოცხლეს ასე მიტკბობს!..
შენი მკლავები მძივად
შემომხვევია ყელზე,
ჩემი ფერია გოგო-
ლოცვა დამყვება შენზე...
ჩემო პაწია ჩიტო,
დედის გული გაქვს ბუდედ...
უნდა იფრინო ლაღად,
არ იარსებებს ზღუდე!..
ბედნიერება იყოს,
შენი ცხოვრების მგზავრი!
დედის ულევი სითბო!
დედის ცხოვრების აზრი!