უკვე დღიურსაც ეშინია ჩემი მოსმენის,
უკვე მთვარემაც მაქცია ზურგი ვეღარ გამიგებს,
მე ვეღარ ვნახავ დიდი ხანი ზეცას მოწმენდილს,
უიმედობის ქარიშხალი მალე წამიღებს.
შემდეგი დილა ვერ მომიტანს მორიგ საფარველს,
მე უკვე ღამის წყვდიადებში დავიდე ბინა,
ვეღარ გაჩვენებ ჩემს სატკივარს და ჩემს სადარდელს
რადგან ყველაზე მტკივნეული ყოფილა წინა.
აზრი აღარ აქვს კვირა არის თუ სამშაბათი,
აქ ყოველ ღამე ეშმაკები გარს მახვევიან,
მე მინდა თუნდაც ამ წამს მორჩეს ეს მასკარადი,
მე მინდა სწრაფად დავასრულო ეს პაროდია..!!!
ინციდენტი საავადმყოფოში - ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"- უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავებ