უკვე დღიურსაც ეშინია ჩემი მოსმენის,
უკვე მთვარემაც მაქცია ზურგი ვეღარ გამიგებს,
მე ვეღარ ვნახავ დიდი ხანი ზეცას მოწმენდილს,
უიმედობის ქარიშხალი მალე წამიღებს.
შემდეგი დილა ვერ მომიტანს მორიგ საფარველს,
მე უკვე ღამის წყვდიადებში დავიდე ბინა,
ვეღარ გაჩვენებ ჩემს სატკივარს და ჩემს სადარდელს
რადგან ყველაზე მტკივნეული ყოფილა წინა.
აზრი აღარ აქვს კვირა არის თუ სამშაბათი,
აქ ყოველ ღამე ეშმაკები გარს მახვევიან,
მე მინდა თუნდაც ამ წამს მორჩეს ეს მასკარადი,
მე მინდა სწრაფად დავასრულო ეს პაროდია..!!!