მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად. სამყარო, სადაც ადამიანები ალკოჰოლით სავსე ჭიქით აცხადებენ, რომ ღმერთის სწამთ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ არც რწმენაზე, არც საკუთარ რელიგიაზე. სამყარო, სადაც ზრდილობა სირცხვილად ითვლება, რიდი კი – ნაკლად. სამყარო, სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და მხოლოდ ქორწინების საუკეთესო ვარიანტს ეძებენ. სამყარო, სა
ნერვებდაწყვეტილი მიზანს მივადექი,
კარი დაკეტილი დამხვდა,
მაინც ვეცადე და ხელით მივაწექი,
ხელიც ვეღარაფერს გახდა.
/
ჯიბეგახვრეტილი უკან გამოვბრუნდი,
მძიმე ნაბიჯები ვთვალე,
დაღლილ_დაქანცული მაინც არ მოვდუნდი,
ვთქვი რომ გავაგრძელებ ხვალე.
/
ნერვი დაწყვეტილი, კარი დაკეტილი,
ჯიბე გახვრეტილი ვდგავარ,
გული ისევ ჩვილი, რბილი და კეთილი,
მაგრამ სახით შეშლილს ვგავარ.
/
იმდენს ავაცილე, ვეღარც დავითვალე,
თანაც მერამდენე სროლით,
იცი ღმერთო ჩემო როგორ დავიღალე
ერთი უხეიროს როლით.
/
01/08/2016.
იმ საქმეს ნუ ეჭიდები
რაც შენში სულაც არ ჯდება,
სხვას მაინც ნუ ეხიდები
და პრობლემებიც აგცდება.
☆
წადი სხვა საქმეს მიხედე,
ტყუილად ნუღარ იწვალებ,
გაიხედ_გამოიხედე,
რაც არ ხარ ნუ დაიბრალებ.
☆
რად გინდა იმის კეთება
რაც არ გესმის არც შენია,
ის ცეცხლი თუ არ გედება
აბა იქ რა დაგრჩენია?!
☆
გაჩერდი სხვა გზას გაჰყევი,
სიარულს ნუ კი უნელებ,
უმიზნო ფიქრებს აჰყევი,
თავს ნუღარ გაისულელებ.
☆
რომ მოინდომე მეფობა
ძალა გაქვს და ან უფლება?!
რომ გინდა სხვაზე მეტობა
შიშები არ გეუფლება?!
☆
შენი ნაბიჯით იარე,
მიბაძვა რისთვის გჭირდება,
ან წადი, ან აღიარე,
ნუთუ სულაც არ გწყინდება.
☆
ყველამ თავისი ეძიოს,
ყველამ თავისი აკეთოს,
მტერიც რომ წამოეწიოს
საზღვარს არ გადაამეტოს.
☆
მშენებელს
- "შენ არ უნდა ურევდე ერთმანეთში მარტოობას და განმარტოვებას. მარტოობა ჩემთვის ფსიქოლოგიური ცნებაა, ხოლო განმარტოვება - ფიზიკური. პირველი ამდიდრებს შენს გონებას, მეორე - გამშვიდებს."