Предыдущая публикация
კარი დაკეტილი დამხვდა,
მაინც ვეცადე და ხელით მივაწექი,
ხელიც ვეღარაფერს გახდა.
/
ჯიბეგახვრეტილი უკან გამოვბრუნდი,
მძიმე ნაბიჯები ვთვალე,
დაღლილ_დაქანცული მაინც არ მოვდუნდი,
ვთქვი რომ გავაგრძელებ ხვალე.
/
ნერვი დაწყვეტილი, კარი დაკეტილი,
ჯიბე გახვრეტილი ვდგავარ,
გული ისევ ჩვილი, რბილი და კეთილი,
მაგრამ სახით შეშლილს ვგავარ.
/
იმდენს ავაცილე, ვეღარც დავითვალე,
თანაც მერამდენე სროლით,
იცი ღმერთო ჩემო როგორ დავიღალე
ერთი უხეიროს როლით.
/
01/08/2016.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев