რაც შენში სულაც არ ჯდება,
სხვას მაინც ნუ ეხიდები
და პრობლემებიც აგცდება.
☆
წადი სხვა საქმეს მიხედე,
ტყუილად ნუღარ იწვალებ,
გაიხედ_გამოიხედე,
რაც არ ხარ ნუ დაიბრალებ.
☆
რად გინდა იმის კეთება
რაც არ გესმის არც შენია,
ის ცეცხლი თუ არ გედება
აბა იქ რა დაგრჩენია?!
☆
გაჩერდი სხვა გზას გაჰყევი,
სიარულს ნუ კი უნელებ,
უმიზნო ფიქრებს აჰყევი,
თავს ნუღარ გაისულელებ.
☆
რომ მოინდომე მეფობა
ძალა გაქვს და ან უფლება?!
რომ გინდა სხვაზე მეტობა
შიშები არ გეუფლება?!
☆
შენი ნაბიჯით იარე,
მიბაძვა რისთვის გჭირდება,
ან წადი, ან აღიარე,
ნუთუ სულაც არ გწყინდება.
☆
ყველამ თავისი ეძიოს,
ყველამ თავისი აკეთოს,
მტერიც რომ წამოეწიოს
საზღვარს არ გადაამეტოს.
☆
მშენებელს შვენის შენება
და არა ხმლების ტრიალი...
მეომარს ცხენის ჭენება,
მხოლოდ ლომს შვენის ღრიალი.
☆
სხვის საქმეს ხელი გაუშვი
და შენსას ხელი მოჰკიდე,
გინდა აფრები აუშვი,
გინდა ისარი მოზიდე...
☆
ოღონდ აკეთე ის საქმე,
რაც გერგება და გჭირდება,
სხვის სახლში თუ მოისაქმე
რამე ნუ გაგიკვირდება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев