მზეს დავასწარი, რომ შენთვის მეთქვა,
ის, რაც აღარ მსურს, უკვე დავმალო,
ჩემთვის ცისკარი, იცოდე, შენ ხარ,
ჩემთვის შენა ხარ მთელი სამყარო,
ვისაც უყვარხარ, ის ქალი მე ვარ,
და შემიძლია ტკივილს გაგყარო,
მე შენს ოცნებებს მსურს დავემოყვრო,
მერე კი შეშლილ ზღვაში გავშალო,
მე შენ მიყვარხარ, მინდა რომ გითხრა,
რაც აღარ მინდა, უკვე დავმალო,
რომ ჩემი სულის ცისკარი შენ ხარ,
რომ მხოლოდ შენ ხარ ჩემი სამყარო..
მე სიფრიფანა პატარა ქალი, შენ გოლიათი ჩემგან ძლეული… შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული. ფერად სათვალით მე არ გიყურებ, ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადმომახურე დიდი იმედის პატარა ქოხი… მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი, ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის. შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული… შენ რომ გგონია შენ ამირჩიე, თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეულიmiyvarxarr usasrulodd chemo bichoo-shi.............
რთულია ხომ ჯარისკაცის ცოლობა? შეყვარებულობა? მაგრამ რა ჯობია როცა გყავს შენი ჯარისკაცი რომელზეც უამრავი ადამიანია შეყვარბული და მას კი მხოლოდ შენ ,შენ ერთადერთი უყვარხარ