შინდისის მიწას ისევ ეტყობა
ტანკების კვალი ნატყვიარები,
ძმებო გმირებო მუდამ გიხსენებთ
თქვენს ნაკვალევზე დავიარები,
ხუთას მტერს ფერი დააკარგვინეთ
ავტომატებით ტანკებს ებრძოდით,
ტყვია გხვდებოდათ სისხლი წვეთავდა
არ გეშინოდათ ტკივილს ვერ გრძნობდით,
არწივებს ყვავნი შემოგესიათ
ტყვიის პასუხად ეჰ ბომბებს გესვრით,
თქვენ გაიმარჯვეთ თავად სიკვდილზეც
თქვენ უკვდავების ფიალა შესვით,
არ დაგივიწყებთ გმირნო არასდროს
თქვენს გაკვალულ გზას მუდამ გავყვებით,
მე სევდის პოეტს მინდა რომ გითხრათ
ძმებო მახსოვხართ, მეამაყებით,
დაგვარტყეს მაგრამ ვერ წაგვაქციეს
საყრდენად გვქონდა ეჰ თქვენი მხრები,
თქვენ დაგვანახეთ რომ არ გამქრალან
ისევ ცოცხლობენ ალგეთის მგლები,
მშვიდად იძინეთ ჩვენო გმირებო
ანგელოზები ცაში გელიან,
ნეტა თქვენ