თენდება
სადაცაა ინათებს.
სარკმელს ვუღებ იმედებს.
არც არავის ვიმატებ.
არც არავის ვიმეტებ.
უნდა ითქვას სიმართლე,
უფლის ნებას მივენდე
კარგს, რასაც კი ვინატრებ,-
ჩემებსაც და იმათებს.
ყველას სითბო მივანთე.
სიყვარულში მიმართლებს.
მახალისებს სინედლე,
მავსებს და მაიმედებს.
სადაცაა ინათებს.
შუბლით მინას მივედე.
არც არავის ვიმატებ.
არც არავის ვიმეტებ.
ალეკო ჩინჩალაძე . 02 . 11 . 16 .
ყოველი ადამიანი მთაში მიტოვებული ტაძარივით მარტოა...
ბევრი მიმსვლელ-მომსვლელით... ზოგს მიაქვს, ზოგსაც მოაქვს.
იმდენად ავსებენ ერთმანეთს, რომ საბოლოოდ მთაში მიტოვებული ტაძარივით რჩებიან.../mama petre/