" დედა "
-სად მოვიძიო შენზე რითმები...
-ოდითგან შენზე ლექსებსა თხზავდნენ...
-ქართული სიტყვის ყველა სიკეთე...
-შენთვის უქმნიათ ცხოვრების მგზავრებს...
-არ არის ზოგი დედობის ღირსი...
-არც ზოგი შვილი ღირსია დედის!!!
-მაგრამ ნუ განსჯით დედებს ნურასდროს...
-ის ვარსკვლავია ბრწყინვალე ბედის...
-მე ყველა დედას ვეთაყვანები...
-ყველა ფრესკაში მის თვალებს ვხედავ...
-ყველგან ვლოცულობ დედის სახელზე...
-და ჩემს ფიქრებში მის სახეს ვძერწავ...
-დედავ" სიცოცხლის პირველო წამო...
-პირველო სიტყვავ, პირველო სითბოვ!!!
-ოღონდ შენ მყავდე მარადჟამს გვერდით...
-უფლისგან სხვას მე არაფერს ვითხოვ!!!
ავტ.ფ.ზოიძე. 03/03/16წ