* * * ღამე, სანთელი, ცეცხლი, სინათლე, ღრუბელი, წვიმა, მუზა და ლექსი... დრო მიდის, წამებს, წუთებს მიათრევს, დრო მიდის მე კი_ ვერაფერს ვერ ვცვლი! ამ ბოლო დროს კი ბევრსაც ვეწევი, თამბაქოს ბოლით ვიხუთავ ფილტვებს! ისე ვახველებ როგორც ბებერი, სიკვდილი თემურ ლენგივით მიტევს! გარეთ გამეფდა დეკემბრის სუსხი, ალბათ სულ მალე დაიწყებს თოვას... არაფერს ველი, არავის ვუცდი, გარდა ფიფქების ყელამდე გროვას. ამ ცივ ზამთარშიც უსახსროდ დავრჩი, არც ერთი გროში, არც თბილი პალტო! ,,სევდიან თვალებს ფანჯრებში გავჩრი" ძნელია იყო სახლში სულ მარტო! დრო მიდის, მე კი ვერაფერს ვერ ვცვლი! ღამე, სანთელი, ცეცხლი, სინათლე, ღრუბელი, წვიმა, მუზა და ლექსი! დრო მიდის, წამებს, წუთებს მიათრევს! ph.z
* * * რატომღაც მჯერა ამ ზამთრის თოვლი, შარშანდელ თოვლზე იქნება უხვი... სიყვარული ხომ შემძლეა ყოვლის, ნუ შეშინდები... შენთან ვარ უკვე! შეხედე, თოვს და თბილი ფიფქები, თეთრი პეპლები ჩნდებიან ციდან! სიყვარული ხომ თავდავიწყებით მონატრებულ მზის სითბოს ჰგავს, მცივა! მოფიფქულ არეს, მოქუფრულ მარეს, ემჩნევა შენი ნაკვალევი და მოვყვები შენთან, რა დამაკავებს, რაც უშენობით ნაწამები ვარ!.. ნუ შეშინდები, შენთან ვარ უკვე, სიყვარული ხომ შემძლეა ყოვლის! შარშანდელ თოვლზე იქნება უხვი, რატომღაც მჯერა_ ამ ზამთრის თოვლი! ფრიდონი
* * *
ივნისმა განდევნა ზეციდან ნისლები,
ლურჯ ფონზე ცეცხლივით მწველი მზე ვარვარებს...
დღითიდღე ოცნების სხივებად ინთები,
ფიქრებად ივსები და ფრთაჭრელ ფარვანებს,
ვუყვები შენზე რომ ხელებში მიჭკნები,
როგორც ეს ვარდები, ისე მსურს აყვავდე,
ჩემში სულ თავიდან, ახალად, ახლავე...
მოვიდა ზაფხული, აქ არის აწ უკვე,
ლოდინს კი აღარ აქვს, აღარ აქვს საზღვარი,
დაბრუნდი და შენი სურნელი მაჩუქე,
ოდესღაც შენ ჩემი ლექსებით გამთბარი
იყავი თუმც ახლა, არ წყალობ აშუღებს.
ფრიდონ ზოიძე