🙏სადაც არ უნდა იყოთ, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ ყოველდღე და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას..
ლოცვა -
✨ „მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!
✨ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!
✨ დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.
✨ შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!
✨ შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავაფერთა განსაცდეთაგან.
✨ შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ - მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“
ბარბარობა 2020 წელი 🙏
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев