Предыдущая публикация
და კიდევ, ბუტიაც ცოტათი,
მაგრამ ხომ გპატიობდი ხოლმე გაბრაზებას,
გულში შენს სითბოს ხომ ვიზოგავდი?...
ეჭვების წინ ფიქრებიც კი გავაშიშვლე,
მარტო ვარ...
აღარც ქარებს აქვთ შენი რიდი,
სულში გაჰკივიან მონატრებით,
მე ბუტია ვარ და შემირიგდი...
ახლა ეჭვებია აუტანლად,
რომ მირევს მართალს და ჭორს ერთმანეთში,
ფურცლებად აკინძული მონატრება,
ეჭვებით დახუნძლულა ერთ ღამეში.
ვაი თუ, მიერთგულე თვალთმაქცურად,
ანუ, გულით ღალატს ატარებდი,
ანუ, სექტემბერში ვნების ქარებს,
უცხო ქალის ტანის თრთოლას ადარებდი.
ჩვენს შორის ხომ ბუტია მე ვიყავი,
ხოდა, კიდევ ერთხელ შემირიგდი,
თორემ, გადამიტანს სექტემბერი,
აღარც ქარებს აქვთ შენი რიდი...
11.09.2020
უდაბნოელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1