მამაო ჩვენო!!!
გევედრები, სიყვარულით შეაღე ყველას კარი. ჯანმრთელობა, მშვიდობა მოუტანე ყველა ოჯახს. ააშორე ომი ჩემს ქვეყანას.
დალოცე შენი შვილები...
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყანენ ჩვენ; დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ! ____ ამინ!!! ____ შორენა / ჯ. 02.04.16 წელი.
კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება.
ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერს