ნიუ - ორკიდან თბილისამდე : საქველმოქმედო კონცერტი
ფონდი "თამარიანის" საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში გუშინ გაიმართა. ეს ფონდი ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ტენორმა ბექა გოგინაშვილმა დააარსა. საღამოზე შეგროვილი თანხა, რომელიც ქართველმა იმიგრანტემა გაიღეს, საქართველოში მცხოვრებ უაღრესად შეჭირვებულ ოჯახებს და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს გადაეცემა.
ნიუ-იორკის მართლამდიდებლურ ტაძარში ქართული ხმები კვირას, საქართველოში მცხოვრები ადამიანების დახმარების მიზნით აჟღერდა. საქველმოქმედო ფონდი " თამარიანი" ამერიკაში ერთი წლის ჩამოსულმა ტენორმა ბექა გოგინაშვილმა, როგორც თავად ამბობს, გაჭირვებულთა შორის უფრო გაჭირვებულთა დახმარების მიზნით შექმნა.
ბექა
დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე ერთადერთი ადმირალი ჰყავდა, რომლის გარდაცვალების საქმეც დღემდე ბურუსითაა მოცული. რვა წლის მანძილზე ოჯახს ხმა არ ამოუღია, რადგან გამუდმებული ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. მათ ახლა ახალი ხელისუფლების იმედი აქვთ...
ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედა საქართველოდან წავიდა. მამა ყოველდღე მაკითხავდა სკოლაში და სხვა დედებთან ერთად იწერდა ჩემს დავალებებს.
მოვდიოდით სახლამდე და გზაში ვითვლიდი: აინ, ცვაი, დრაი, - გერმანულს ვასწავლიდი მამას. ზეიმზე დირექტორის გვერდით იჯდა, რადგან ჩვენს ლექსებსა და სიმღერებს მხოლოდ ორი მამაკაცი უსმენდა. იმ დროს დედა დარეკვასაც იშვიათად ახერხებდა. თუმცა მე ყოველთვის ყველაზე მეტი და ლამაზი ფანქარი, რვეული და საწერი კალამი მქონდა. შემდეგ ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, ფული - ფუნთუშების საყიდლად.
ერთი სიტყვით, ბავშვობამ ლაღად ჩაიარა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მე ვერ მოვახერხე - სკოლიდან დაბრუნებულს - დედის გაკეთებული საჭმელი მეჭამა, დაევარცხნა ჩემთვის თმა ბანაობის შემდეგ, მომეყ