გაზაფხულივით სველი თვალების სითბო მენატრება,
გაბუტულ ტუჩებში თბილი და ბავშური ცოდვა დაფარული.
პირველი, პირველი, პირველი - ყველაზე პირველი მენატრება-
პირველი, პირველი, პირველი ბავშვური მონატრება.სითბო მენატება - უმანკო თვალები ანთებული,
ნატვრა მენატრება,
- ბავშვური, მხურვალე ლოცვაში ლოცვად ჩაქსოვილი ნატვრა მენატეება.
არა და რამდენი სანთელი ავანთე ღვთისმშობლის ხატის წინ ((
ის დრო მენატრება!!!დავით ოქრუაშვილი.
2005.წ.
რუსთველის ენავ - ენავ ქართულო
ვაზის ჩხასავით ხარ მოკალმული,
ენათა შორის უძველესი ხარ
ქრისტეს ჯვარცმას ჰგავს შენი წარსული.ხატი ხარ ჩემი დასაფიცარი,
მრავალჟამიერ ცამდე ასულო -
უსჯულოთ შიშო დაუფარაო
საგალობელო, ენავ ქართულო!ჩქაფუნობს გული შენს სიყვარულში,
მზადავარ დღესვე ჯვარს ვევნო შენთვის.
დედაო ენავ - ენავ ქართულო,
გულის ტრფიალიც შენს ჰანგებს ერთვის!!!
დავით ოქრუაშვილი. 2015/03/16.
მე ისევ მიყვარხარ და მგონია ვგიჟდები,
ისევ შენს დანახვას ვნატრობ და მოველი.
რატომ შემიყვარდი, ჩემი რა ბრალია?
შენი მოგონება მაცოცხლებს ყოველი.
ვიცი დრო გადამშლის და ან იქნებ გადამშალა,
ან იქნებ სულაც არ გსურს რომ გამიხსენო -
ან იქნებ აღარც გინდა შეშლილი ლექსებით
ოცნების ღამეებით ბალიში დაისველო.რატომ არ გამიმართლა? ეს კითხვა ფლიდია,
ვიცი ყველაფერში მე ვარ დამნაშავე !
სროკები? სროკები სულ სირზე მკიდია,
მაგრამ ლამაზმანო შენ რა დააშავე?!ვიცი რომ შლეგი ვარ და ვნებას აყოლილი.
ეს ვნებაც როდესღაც ჩემს კუბოს გარანდავს.
ისევ სიყვარული შენდობას მეტყვის და
ისევ სიყვარული ჟანგის ჯვარს დამადგავს.დავით ოქრუაშვილი. 2015./04/03.