“ნურაფრისა გეშინია, არასოდეს შეგეშინდეს და ნუ ინაღვლებ, ოღონდ მონანიება არ დაივიწყო და უფალი ყველაფერს მოგიტევებს. ისეთი ცოდვა არ არსებობს და ვერც იარსებებს ამ ქვეყნად, რაც ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიეტევება.. და ვერც ჩაიდენს ადამიანი ისეთ დიდ ცოდვას, ღვთის უსაზღვრო სიყვარული რომ ამოწუროს. განა არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს? მონანიება არ დაგავიწყდეს, მუდმივად მოინანიე და ილოცე, შიში კი განიგდე. გწამდეს, რომ უფალს ისე უყვარხარ, შენ რომ ვერ წამოიდგენ, სწორედ შენივე ცოდვით და შენსავე ცოდვაში უყვარხარ. ნათქვამია და ასეა – ერთ მონანულს უფრო მეტი სიხარული მოაქვს ცად, ვიდრე ათ მართალს, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. წადი და ნუ გეშინია. ადამიანები ნუ გადარდებს, წყენაზე ნუ გაბრაზ
28 ნოემბერი – შობის მარხვის დასაწყისი...
მარხვა არის დედა სიწმინდისა, მით, რომ იგი აღვირს უსხამს ყოველთა შინაგანთა, უწმინდურთა გულის თქმათა და ვნებათა, რომელნიცა არიან წყარონი და მიზეზნი თვით უწმინდურთა საქმეთა კაცთათა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.საშობაო მარხვა მორწმუნეებს შობის დღესასწაულისთვის ამზადებს, რათა ისინი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილნი მიეახლონ ამ ქვეყნად დაბადებულ ძე ღვთისას.
საშობაო მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეეძლე