ეხლა შემოგთავაზებთ..
უგემრიელესი,შოკოლადის და ქოქოსის ტორტის რეცეპტს..
ინგრედიენტები:
ფქვილი 200 გ
შაქარი 100 გ
კარაქი 100 გ
კვერცხის გული 2
კაკაო 3 ს.კ
სოდა 1 ჩ.კ
არაჟანი 5 ს.კ
ბეზე
კვერცხის ცილა 5
შაქარი 100 გ
ქოქოსის ფანტელი 160 გ
სახამებელი 1 ს.კ
ნებისმიერი კრემი
ტაბულა
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თუნუქის საცხობ ფურცელს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. კარაქი, არაჟანი და კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
შეურიეთ ფქვილი, სოდა, კაკაო, შაქარი. დაამატეთ არაჟანი, კვერცხის გულები და დარბილებული კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით. მიღებული ცომი გადაიტანეთ ტაფაზე და გაანაწილეთ.
ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ შაქარი, თან თქვეფა განაგრძეთ. როცა მყარ, პრიალა, კარგად ათქვეფილ ბეზეს მიიღებთ, ულუფებად შეურიეთ ქოქოსი და სახამებელი. მიღებული მასა გადაუსვით შოკოლადის ცომს. გამოაცხეთ 40-45 წუთი. ბეზემ ზემოდან მსუბუქი ოქროსფერი უნდა მიიღოს, ხოლო ცომი კარგად აიწიოს.
გაციებული ბისკვიტი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. წაუსვით ნებისმიერი სასურველი კრემი: არაჟნის, ნაღების, მოხარშული (შეგიძლიათ დარჩენილი კვერცხის გულებით მოამზადოთ)... და მორთეთ თქვენი ფანტაზიით.
გემრიელად მიირთვით....უფალმა შეგარგოთ ყველას.....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 46