დავწერ სამყაროს ლექსში, ჩავატევ...
მხურვალე სიტყვებს მკერდზე დაგადებ.
გეტყვი, რომ მიყვარს შენი სიცელქე,
შენი სინაზე. შენი სიყალბეც.
კარგად გამიგე, არ ვფიქრობ შენზე.
სულს ამოგაცლი, გადავცვლი თეთრზე...
მე წვიმა მიყვარს შენი სიტყვების,
იგებს ამას და სულში გიჯდები.
გლადიატორი ვარ არენაზე, რომელიც იბრძვის
შენს გულში ძგერით....
რომ მომკლან იტყვი: დამარცხდა იგი
არადა სიკვდილის სისხლი წვეთს ცრემლით.
გლადიატორი, დავწერ მე სიტყვებს,
ვიცელქებ, გეტყვი ნაზს და სიყალბეს.
მკერდზე დაგადებ მაგ ლამაზ სიტყვებს
მთელი საღამო, ალბათ დილამდე...