ემიგრანტია ჩემი სახელი, ჩამბუდებია თვალში ნაღველი, ხატთან ციალებს ჩუმად სანთელი, ტირის ამდენი დარდის მნახველი. გულმა მომთხოვა დალევა ღვინის, თუმცა მწარეა აქ ეს სასმელიც, სულში სამშობლოს ხატება ღვივის, გულში დაგროვდა წლების სათქმელი. ემიგრანტს ვლოცავ ცრემლნარევ ღვინით, ვინაც სამშობლო გულში აცოცხლა, დღეს სევდა ამკობს მის ყოველ ღიმილს, ღამით ცრემლები ბალიშს აცოცავს... ღვინით კი არა დარდით ავავსე, პირწატეხილი თიხის ფიალა, ყველა სათქმელი დღეს შიგ ჩავაღრჩე, შემოვიძარცვე სული მთლიანად. უთარეშია დროს ჩემს სახეზე, აკვნესებულა გულიც ტკივილით, სადღაც თვალმოკრულ რუკის ნახევზე, სამშობლოს ეძებს სისხლის ყივილი. მხოლოდ ცრემლია თვალის საგზალი, შინ დაბრუნება სიცოცხლის აზრი, სამშობლო სულის თბილი ნაკრძალი, სადა