←ℒℴᏉℯ ←ele ←ℒℴᏉℯ ←
21:56
გაუმარჯოს ერთგულებას ისეთს,
სადაც ერთი ანგარებაც არდევს,
გაუმარჯოს იმ მეგობრის იმედს,
შენ შვილს თავის შვილივით რომ არწევს.
/
გაუმარჯოს ქართველსა თუ აფხაზს,
ეროვნებით არ მიცვნია კაცად,
გაუმარჯოს ვინც არ სცდება ამ ხაზს,
ვინც არ გაგცვლის ოქრო ვერცხლის ფასად.
/
გაუმარჯოს უანგარო გრძნობას,
ყველა გრძნობას, მიჯნურსა თუ დაძმურს,
გაუმარჯოს სიყვარულს და ძმობას,
ნამდვილს, გულწრფელს, განა ყალბს და დადგმულს.
/