ქუთაისური დედა-შვილობის ისტორია, რომელიც ტაშს იმსახურებს...
=========================================================
...მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეებს ქუთაისში ყველა იცნობს, მათი ისტორიაც ყველამ იცის... იცის, რომ სამი ტყუპის მშობიარობას გადაჰყვა დედა, მანანა კილაძე... დედის სახელის საპატივცემულოდ სამ ახალშობილს მამამ დაარქვა–
მან–უჩარი
ან–ზორი
ა–ვთანდილი
...მერე კი, პატარებს მფარველ ანგელოზად გამოუჩნდა მანანა შარაბიძე, მათი გამზრდელი დედა დღეს იუბილარია, სამთაგან ერთმა– ანზორ კაჭახიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ასეთი მისალოცი დადო:
,,სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის შენი ჩვენდამი ამაგი, დედა!
ისეთი დიდი მადლი გაქვს გაკეთებული, სამი კაცი სამი ცხოვრებითაც რომ ვერ გადაგიხდით! ჩემი ქალიშვილი