=========================================================
...მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეებს ქუთაისში ყველა იცნობს, მათი ისტორიაც ყველამ იცის... იცის, რომ სამი ტყუპის მშობიარობას გადაჰყვა დედა, მანანა კილაძე... დედის სახელის საპატივცემულოდ სამ ახალშობილს მამამ დაარქვა–
მან–უჩარი
ან–ზორი
ა–ვთანდილი
...მერე კი, პატარებს მფარველ ანგელოზად გამოუჩნდა მანანა შარაბიძე, მათი გამზრდელი დედა დღეს იუბილარია, სამთაგან ერთმა– ანზორ კაჭახიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ასეთი მისალოცი დადო:
,,სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის შენი ჩვენდამი ამაგი, დედა!
ისეთი დიდი მადლი გაქვს გაკეთებული, სამი კაცი სამი ცხოვრებითაც რომ ვერ გადაგიხდით! ჩემი ქალიშვილი ახლა შენს იმ ასაკს უახლოვდება, საიდანაც დაიწყე ჩვენზე მზრუნველობა. ვუყურებ მის ბავშვურ სახეს, მის ბავშვურ ანცობებს და მიკვირს...
წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინე... სხვები დიდი ხანია ამბობენ ამას, მე ახლა გეუბნები.
ამ სურათში სამივეს რომ თმებს გვივარცხნი, ის თმები გაჭაღარავდა ,თეთრდება დედა.
შენდამი სიყვარულს, შენდამი მადლიერების განცდას, შენს სიდიდეს დრო ვერაფერს აკლებს ჩვენში.
ვიფიქრე აღგვზარდა, ახლა მაინც დაისვენებს მეთქი, შენ მაინც არ ისვენებ...
ნოდარ დუმბაძე თავის გენიალურ „მზიან ღამე“–ში წერს, რომ „დედაშენი არის ღმერთი“–ასე მგონია მხოლოდ ჩვენ მოგვმართავს... ჩვენი ღმერთი კი არ ისვენებს, ღმერთს ჩვენს კარგად ყოფნას შესთხოვს.
ჩვენ კი, უფალს შენს დიდხანს სიცოცხლეს შევთხოვთ, ისევ ჩვენთვის.
დაბადების დღეს გილოცავ დედა!''
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 14