რა ლამაზია იცით ცხოვრება
ალალმართალი ქართველი კაცის,
რომელიც ჩვენს დროს არ ემონება
ჩვენი წინაპრის სავალგზით დადის,
უფალზე რწმენით არს მინდობილი
იცის უფალი რომ არ გასწირავს,
იცის რისთვისაც არის შობილი
და შესაწირავს სხვა ხატს არ სწირავს,
ხარბი არარის არც მომხვეჭელი
რადგან მცირედიც იცის ეყოფა,
ჰკმარა პატარა სახლ ეზო ჭერი
არც ყმობა ხიბლავს არცა მეფობა,
რასაცა სთესავს იმასვე იმკის
არც სამკლის ლოდნა არა სჩვევია,
რუსთაველისგან ახსოვს და იცის
რასაცა გასცემ იგი შენია,
მუდამ შრომაში არის გართული
განა ფუტკარის ყოფა ძნელია,
არის მრავალი ჭირის მნახული
და მაინც ღმერთის მადლიერია,
ბედნიერებას იქ არ დაეძებს
სადაც დღეისთვის ძებნა გვჩვევია,
ის თავის ყოფას უფალს ავედრებს
და თა
ბრძოლის ქარცეცხლში
ფარხმალს არ დავყრი,
მე დაჩოქებას ჩვეული არ ვარ,
ჩემი სამშობლოს გოჯი
მიწისთვის,
ცად ატყორცნილი უძლევი მთა
ვარ!
ჩემი გრიგალი სხვაგვარად
გრგვინავს,
ეს მძვინვარება მტრის ჯოგს
განგმირავს,
ვერცერთი ტალღა ქვეშ ვერ
მომიქცევს,
მწამს ნიაღვარიც ვერსად
წარმიტანს.
ვერ დამაჩოქებს მტრის
შემოტევა,
სიცოცხლის დღეებს ბრძოლაში
გავლევ,
საქართველოსთვის
დავიფერფლები,
მტრის შესანდობარს წინასწარ
დავლევ!
გარს სარტყელივით
შემოვევლები,
აბიბინებულ თავთავთა ბიბინს,
ჩემი სამშობლოს დიდების
სწრაფვა,
უკიდეგანო მწვერვალზე
მიჰქრის!
მე სულში მუდამ მტკიოდა რაღაც, ბევრჯერ სიცილში დავმალე სევდა. ამ გულს ყოველთვის რაღაცა აკლდა, და მოლოდინი ფეხდაფეხ მდევდა. ეს მოლოდინი, იმედით სავსე, შემოვინახე სათუთად მკერდში
"სინანული-ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად.გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება,თორემ ეს რომ შეიძლებოდეს,ყველანი წმინდანები ვიქნებოდით,ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია ;)