Предыдущая публикация
ფარხმალს არ დავყრი,
მე დაჩოქებას ჩვეული არ ვარ,
ჩემი სამშობლოს გოჯი
მიწისთვის,
ცად ატყორცნილი უძლევი მთა
ვარ!
ჩემი გრიგალი სხვაგვარად
გრგვინავს,
ეს მძვინვარება მტრის ჯოგს
განგმირავს,
ვერცერთი ტალღა ქვეშ ვერ
მომიქცევს,
მწამს ნიაღვარიც ვერსად
წარმიტანს.
ვერ დამაჩოქებს მტრის
შემოტევა,
სიცოცხლის დღეებს ბრძოლაში
გავლევ,
საქართველოსთვის
დავიფერფლები,
მტრის შესანდობარს წინასწარ
დავლევ!
გარს სარტყელივით
შემოვევლები,
აბიბინებულ თავთავთა ბიბინს,
ჩემი სამშობლოს დიდების
სწრაფვა,
უკიდეგანო მწვერვალზე
მიჰქრის!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев