Предыдущая публикация
ალალმართალი ქართველი კაცის,
რომელიც ჩვენს დროს არ ემონება
ჩვენი წინაპრის სავალგზით დადის,
უფალზე რწმენით არს მინდობილი
იცის უფალი რომ არ გასწირავს,
იცის რისთვისაც არის შობილი
და შესაწირავს სხვა ხატს არ სწირავს,
ხარბი არარის არც მომხვეჭელი
რადგან მცირედიც იცის ეყოფა,
ჰკმარა პატარა სახლ ეზო ჭერი
არც ყმობა ხიბლავს არცა მეფობა,
რასაცა სთესავს იმასვე იმკის
არც სამკლის ლოდნა არა სჩვევია,
რუსთაველისგან ახსოვს და იცის
რასაცა გასცემ იგი შენია,
მუდამ შრომაში არის გართული
განა ფუტკარის ყოფა ძნელია,
არის მრავალი ჭირის მნახული
და მაინც ღმერთის მადლიერია,
ბედნიერებას იქ არ დაეძებს
სადაც დღეისთვის ძებნა გვჩვევია,
ის თავის ყოფას უფალს ავედრებს
და თავისთავად ბედნიერია.
სოსო ყაზარაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев