
"ალილოს " ხმა ზეცამდე აღწევს,
ქართველებმა ხომ საუცხოო ვიცით გალობაც,
ტაძრად ინთება უამრავი წმინდა სანთელი,
გილოცავთ!არასდროს მოგვშლოდეს უფლის წყალობა.
დღეს საქართველო სხვანაირად მოირთვებოდა,
ვიხსენებთ და ჩვენც საშობაოდ გვიძგერს გულები,
მოგვმადლე ღმერთო შენეული გულმოწყალება,
საკუთარ ტაძრებს დაგვაბრუნე დაფანტულები.
რეკეთ ზარებო!იქნებ ცრემლი შეუშრეს მამულს,
ასე შორიდან როგორ შევძლოთ მისი ფერება?
ემიგრანტები მონატრებულ სამშობლოსათვის,
ცხრა მთას იქითაც დაჩოქილნი ვდგევართ ვედრებად
შობის ღამეა,ანათებენ სარკმელს სანთლები,
ყველა ოჯახში შემობრძანდი დედა მარიამ!
მოგვმადლე ნიჭი რწმენისა და სიყვარულისა,
რომ ყველას გულში დაიბადოს მაცხოვარია!
იყუჩე გულო, გესმის როგორ რეკენ ზარები?
ხმა ღვთაებრივი აქაც გვწვდება,აღწევს სულამდე,
ნუ შეშინდები, უფალი ხომ ყველგან დაგვყვება,
თანაც,ხომ ხედავ,რა ახლოა გაზაფხულამდე.
/ნანა მეტრეველი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2