"იცით რას ვნატრობ? ჩემი ბებოს
სხივჩამდგარ თვალებს,
შესახვედრად რომ მოიჩქაროდა
სოფლის შარაზე,
სიხარულის ცრემლს შეიშრობდა
თავსაფრის კიდით,
"მოხვედი შვილო"? მომძახებდა
ჩემს დანახვაზე.
იმ ტკბილ წლებს ვნატრობ,
დედასავით უტკბილეს ბებოს,
თავისი წინდის ჩხირებით და
დიდი სათვალით,
წინსაფრის კალთას, ჯიბეებში
სულ სასუსნავით,
ცრემლები მომდის რომ
ვიხსენებ, გითხრათ მართალი.
ბებოს მოყოლილ"
წითელქუდას" რა შეედრება,
ლობიანებსაც ვერ აცხობდა ისე
ვერავინ,
მის ტკბილ ხმას ვნატრობ,
გაბბრაზებაც რომ არ შეეძლო,
ჯოხიდან ახალ, ნედლ
ჩურჩხელებს როცა ვპარავდით.
"დამაცადეთო თქვე ჭინკებო,
გახდებით ბებო,
გამიხსენებთო, ნეტავ იმას
მომასწრებია,"
უკვე ბებო ვარ, შენს სიტყვებს და
იმ დიდ სიყვარულს,
რა კარგად ვხვდები, რომ იცოდე,
ჩემო
რაც დაიბადეთ, მას შემდეგ გევედრებით – მოდით ჩემთან. მინდა რომ გულში ჩაგიკრათ, მოგიალერსოთ, ტკივილები დაგიამოთ, ცრემლები მოგწმინდოთ, სევდა და დარდი განგიქარვოთ, დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გაგაბედნიეროთ. თქვენ კი ხელს მკრავთ, ახლოს არ მიკარებთ. არ გესმით ჩემი. ვერ მხედავთ და ვერ მგრძნობთ. მე კი სულ გელოდებით, ცრემლიანი თვალებით შემოგცქერით და გელოდებით, როდის მომაქცევთ მზერას, როდის მომისმენთ, როდის შემომიშვებთ გულში, როდის მიიღებთ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს.
ეჰ, რომ იცოდეთ, რა ძლიერ მიყვარხართ. თქვენ არ იცით ეს რა არის, ადამიანებს ასეთი სიყვარული არ შეგიძლიათ. მხოლოდ მე მიყვარხართ ასე უსაზღვროდ, ასე არაადამიანურად. ჩემი სისხლი და ხორცი შემოვწირე ამ სიყვარულს, ყველაზე მეტად დავიმდაბლე თავი, ყველა