სასწაულებრივი მოვლენა თბილისში. ლოტკინის დასახლებაში მაკა ესაკიასთან ყოველდღიურად ათობით ადამიანი მოსახლოცად და განკურნების იმედით მიდის. ამბობენ, რომ ბევრი უკვე განიკურნა.
ყველაფერი კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ესაკიების ოჯახში შუშის მტვრევის ხმა გაიგეს. მძინარე ოჯახმა აღმოაჩინა, რომ აღდგომას ნაყიდი მამა გაბრიელის ხატის შუშა გატყდა. რამდენიმე დღეში კი ხატიდან მირონის დენა დაიწყო.
მაკა ესეკია ამბობს რომ ამის შემდეგ მას მამა გაბრიელი გამოეცხადა და მინიშნებები მისცა, მათ შორის ერთი იყო ის, რომ მირონი ხალხს განკურნავდა. ესეკიამ საპატრიარქოსგან მირონცხების კურთხევა მიიღო. ამის შემდეგ კი მის სახლში მოსალოცად და მირონსაცხებად ათობით ადამიანი დადის.
თავად ესაკიაც და მოქალაქეები