Предыдущая публикация
სხვისი ხელით მიყენებულ ჭრილობაზე, ნუ დაუსვავ სასიკვდილო დანას.
გევედრები, ნუ დამინთებ გრძნობის კოცონს, ნუ ეცდები ჩემი გზებით გავლას,
ჩემთან ყოფნა სხვის სიყვარულს თუ გავიწყებს, სჯობს ეხლავე გადაწყვიტო წასვლა.
დამივიწყე, მირჩევნია მარტოობა, შევეგუო ჩემს დაჩაგრულ ბედსაც,
ვიდრე შენგან გამოწვდილი საწამლავით მოტყუების სადღეგრძელოს შევსვა.
წადი, თორემ შეგიყვარებ სამუდამოდ, სანამ ჩემი გულიც იქცა ნაცრად,
იცოდე, რომ შენს დანთებულ ცეცხლის ალში, ჩემთან ერთად სიყვარულში დაგწვავ.
არ მჩვევია სხვისი გულის მიტაცება, სხვის სიყვარულს, სხვა ტკივილი ახლავს,
დამაცადე იმ პირველის დავიწყება, რომ შემეძლოს, შევებრძოლო ახალს...///

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2