უფრო როგორ დაგიბედო? თვითონ ბედად მყავხარ,
ამ ურწმუნო სამყაროში მარტო შენ რომ მწამხარ.
უფრო როგორ შეგეჩვიო? უკვე ჩვევად მყავხარ,
რადგან ყველა საქციელში, მოქმედებით ვგავართ.
უფრო როგორ შეგიყვარო? გულის ნაცვლად მყავხარ,
და მომაკვდავს ვემსგავსები, წამითაც რომ წახვალ.
უფრო როგორ დაგაჯერო? რომ სიცოცხლედ მყავხარ,
რადგან ირგვლივ ჩემს ცხოვრებას მარტო შენით ვმართავ.
უფრო როგორ გამოვხატო? ყველა გრძნობით მყავხარ,
და ამდენი ემოციით არსად უყვართ, არსად!
უფრო როგორ დაგებედო? შენი ჩრდილის მსგავსად,
რადგან ისე ახლოს გყავდე, როგორც მე შენ მყავხარ.
გიორგი ჩომახიძე
@@@@@
რომის ერთ -ერთ სუპერმარკეტში სალაროს რიგში ვიდექი.ჩემს წინ მდგომის სიმპათიური ქალბატონი თვალს არ მაშორებდა.
-ვიცნობთ ერთმანეთს?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-არა,ჩემ შვილს გავხარ ძალიან.მაგრამ ის უკვე წავიდა...
დავიბენი ...ვიფიქრე ნიღაბი მიკეთია როგორ მიმამსგავსა?! თან ალბათ ძალიან ახალგაზრდამ თუ გააჩინა შვილი...მე არც ისე პატარა ბიჭი ვარ.თან მომერიდა რომ მეკითხა რა დაემართა მის შვილს.
- ეს კორონა რომ არა ჩაგეხუტებიდი!...-მითხრა ქალმა ნაღვლიანად.
ემოციებისაგან მეც მზად ვიყავი ჩასახუტებლად... ეს კორონა რომ არა.
ქალმა თავისი საყიდლები დააწყო სალაროსთან.ისევ მომიბრუნდა და მითხრა.მხოლოდ ერთს გთხოვ...თუ შეგიძლია დედა დამიძახე.
უკვე იმდენი დღე ვ