Предыдущая публикация
ჩუმად, რომ ვინახავთ
ღიმილს გაუმარჯოს...
ტკივილს, რომ გვიფარავს,
გრძნობას გაუმარჯოს...
გულში, რომ ვინახავთ,
ცრემლებს გაუმარჯოს...
თვალებს რომ გვინამავს.
იმას გაუმარჯოს...
ტანჯვას ვინც გაუძლო,
დარდი აიტანა,
ტკივილს არ გაექცა
გრძნობას გაუმარჯოს...
გული, რომ გაგვითბო
და მას გაუმარჯოს...
ვინც ძირს არ დაეცა.
ღამეს გაუმარჯოს...
ცაზე ვარსკვლავიანს,
დილას გაუმარჯოს...
ფიქრს, რომ ვემალებით,
იმ გზებს გაუმარჯოს...
მთვარე, რომ გვინათებს,
იმას გაუმარჯოს...
ვისაც ვენატრებით.
ავტ:/მანო ხოზრევანიძე/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14