Предыдущая публикация
ღრუბლებსაც შეჰყრის ცაზე ელია,
საქართველოში პოეტს რა დალევს
მე თუ რითმები გამომელია.
ეს გაზაფხულიც გვითვლის ნაბიჯებს
წაგვიყვანს იქით სადაც გველიან,
ამ ღამით ლექსებს აღარ დაგიწერ
ჩვენ გაზაფხული გამოგველია.
წვიმის წვეთები ფანჯრის მინაზე
ძველ მელოდიებს ისევ მღერიან,
ჩემი და წვიმის თითქოს ჯინაზე
ჩვენ ხომ გრძნობებიც გამოგველია.
ამაღამ ალბათ გავათევ ღამეს
წვიმაც დაალბობს სადღაც თელიანს,
სულ სხვა დაუთვლის სიყვარულს წამებს
ჩვენ სიყვარულიც გამოგველია.
ამაღამ ალბათ ისევ დავთვრები
ამინდს ავყვები გიჟს და ქარიანს,
და თუ თავიდან შემიყვარდები
ალბათ შენი და ჩემი ბრალია
(ლაშა გიგაური ) 16.03.2017

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4