შენი სიყვარული განა ადვილია უფლის წყალობაა ზეციერი, ქალო გაიხედე, გარეთ აპრილია შენი თვალებივით მშვენიერი. შენი ღიმილია ჩემთვის გაზაფხული ასე უსაშველოდ სულის აგონია, ერთი ფუნჯის მოსმით დახატული ვინმეს არ უყვარდე არ მგონია. შენი სილამაზე შენი მანდილია ხატთან დანთებული კელაპტრები, შენი სიყვარული განა ადვილია როცა ახლოს ხარ და მაინც მენატრები. უკვე გვიანია ქალო სინანული აბა ამ ცხოვრების ვის რა გაუგია, ქალო დამიჯერე, დროა სიყვარულის მერე ყველაფერი ჭირსაც წაუღია... ქალო ნუ იქნები ასე მოწყენილი შენი სიყვარული ვისზე ნაკლებია, ირგვლივ გაზაფხული ასე მოფენილა შენი ღიმილიღა დაჰკლებია. აბა უშენობით როგორ განმეცადა დროის სილამაზე წამში დანახული, ქალო გაიღიმე, შენთვის აფეთქდა და შენთვის აყვავილდა ასე გაზა
კაცია ადამიანი?! კიბეზე თითო ნაბიჯით ავალ ვეცდები არსად დავაგვიანო, როცა დრო მოვა ყველანი წავალთ ზურგში ნუ მესვრი ადამიანო. ფეხს ნუ დამიდებ, მე ჩემი გზა მაქვს აღმართი უნდა გადავიარო, ჩემი ცოდვების ხურჯინი დამაქვს ხელი მომეცი ადამიანო. ვინ იცის გული რაოდენს იტევს სიკეთის, მადლის წავშალეთ კვალი, ოცდაათ ვერცხლად გაყიდულ ქრისტეს ცოდვაში ალბათ მეც მიდევს ბრალი. ათას ცდუნების ძლევა გვიწევს და უფლისკენ მხოლოდ გზა მიდის ერთი, ცუდია როცა პირჯვარს ვიწერთ და ტაძრიდან გასულს არ გვახსოვს ღმერთი. გთხოვ მომისმინო, შეჩერდი წამით იქნებ დაფიქრდე და აღიარო, მშვენიერია სამყარო ღამით როცა შენ გძინავს ადამიანო... სიკეთეს როგორ ამადლი მოყვასს უფალთან მისვლას რატომ გვიანობ, თუ ყველა ცოდვას აბრალებ დროს და მითხარ რა
ღვინოს დააბრალებთ ახლაც ალბათ ასეთია წესი, შენი მონატრებით დათვრა ერთი სულ პატარა ლექსი. ხიდზე დაკიდებულ მთვარეს ახლავს ვარსკვლავები ჯარად, ოხ, მაგ მოციმციმე თვალებს მაგრად ვაკოცებდი, მაგრად. ისევ მონატრება მახრჩობს უქმად მიტოვებულ კალმის, ყურში რაც მითხარი მახსოვს არვის ვეუბნევი არვის... სასმელს მორეული რითმა მთვრალი წაკითხული ლექსის, გრძნობა აკლიაო ვინ სთქვა ესმის, იმას ვისაც ესმის. იქნებ უმკურნალოს ფიქრებს ღვინომ უგალობოს გრძნობებს, შენთვის გავაცოცხლებ რითმებს თუნდაც მთელი ღამე თოვდეს. ღვინის ბრალიაო არ სთქვათ ლექსი სულ პატარა ერთი, შენი სიყვარულით დათვრა ჩემი სიყვარულის ღმერთი. (ლაშა გიგაური) 08.01.2024