ფერად ფოთლებს სველ ქუჩაზე აფენს,
წაუშლია თითქოს ყველა კვალი
და მიყვება ამ ცხოვრების ზღაპრებს.
არც ანაღვლებს რა მაწუხებს ახლა
არც ის როგორ გავათიე ღამე,
დამალული სურვილების მახრა
არ მპირდება საიმედოს რამეს.
თავხედურად ჩამოურბენს ხეებს
გაიყოლებს ურცხვად ფოთლის ჯარებს,
უშენობით გატარებულ დღეებს
მიუხურავს სინანულის კარებს.
შემოდგომის მეეზოვე ქარი
სიბრაზისგან შემოიხევს კაბას,
სადღაც გულში გაჩენილი ბზარის
მოგვიყვება განშორების ზღაპარს.
მერე წავა, გაუყვება მინდვრებს
რომ დაატყოს ყველგან მისი კვალი,
დაგვიტოვებს გადარეულ რითმებს
რომ დაგვადოს ერთმანეთის ვალი.
ასე ირბენს უსასრულოდ, მარტო,
გულს იჯერებს უშენობით მთვრალი,
ლექსს და ფოთლებს შენს ფანჯრებთან დასტოვს
შემოდგომის მეეზოვე ქარი....
ყველა რითმას გამოვატან შენთან
მან იპოვოს იქნებ შენი კვალი,
შემოდგომით გაშიშვლებულ ხესთან
კვლავ დაგიცდი უშენობით მთვრალი…
(ლაშა გიგაური) 11.11.2016

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев